არჩევნებში გამარჯვებულ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მოუშუშებელი აქვს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლების მიერ მასზე განხორციელებული ძალადობა. 
ამის შესახებ დღეს კოალიციის ლიდერმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს  განუცხადა. 
მისი თქმით, ხელისუფლება უეცრად დემოკრატი გახდა. 
„ჩვენმა გუნდმა მოახერხა, რომ მათთვის სახე შეგვენარჩუნებინა, მაგრამ მოწიწების გამოხატვა გვიჭირს და ეს ნორმალურიც არის. ჩვენ ჯერ კიდევ მოუშუშებელი გვაქვს ის ძალადობა, რაც მათ მთელი წლის განმავლობაში განახორციელეს და ძალიან გვიჭირს ამის გახსენება“ - განაცხადა ივანიშვილმა. 
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავი აარიდოს დაპირისპირებას, არ იყოს დევნა და ანგარიშსწორება პოლიტიკური ნიშნით და ემსახუროს ქვეყანას. 
 
 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












