საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ერთსაათიანი შესვენების შემდეგ მუშაობა განაახლა.
პარლამენტის წევრებმა, ქვეყანას ერთგულება შეფიცეს და პარლამენტის უფლებამოსილებაც სცენს.
ფიცის ტექსტში აღნიშნულია - „მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში“.
ფიცის ტექსტი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა წაიკითხა, რის შემდეგაც პარლამენტის წევრებმა წარმოთქვეს „ვფიცავ“.
ფიცის დადების შემდეგ პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
პარლამენტის უხუცესმა კვლავ გამოაცხადა 30 წუთიანი შესვენება და ამ პერიოდში სამანდატო კომისია ფარქციების - უმრაველსობისა და უმცირესობის ფორმირების შესახებ განცხადებებს მიიღებს.
ასევე, შესვენების პერიოდში დეპუტატები ხელმოწერილი ფიცის ტექსტს ჩააბარებენ.

















