მერვე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა უმრავლესობას   ქვეყანაში  ცხოვრების დონის გაუმჯობესების შესახებ გაცემული
დაპირებების შესრულება უსურვა, ხოლო   უმცირესობას - ეფექტური ოპოზიციონერობა. 
 
„დადგა დრო, რომ შევქმნათ სამუშაო ადგილები, გავაუმჯობესოთ სოფლის მეურნეობა, გავაგრძელოთ ჩვენი ინფრასტრუქტურის პროგრესი, განვავითაროთ ჯანდაცვა, გავაგრძელოთ ჩვენი ტრანსატლანტიკური მისწრაფებები და ევროპული ინტეგრაცია, ასევე დემოკრატიული განვითარება“  - განცხადა სააკაშვილმა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის,  დეოკუპაციისა და სუვერენიტეტის დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 
პოზიციების განსხვავებაზე საუბრისას ქვეყნის მეთაურმა განაცხადა, რომ საქართველო  არ არის სასაფლაო და არც არასდროს იქნება, და პარლამენტი  სიცოცხლით სავსე ადგილი იქნება.    
პრეზიდენტის თქმით,  დემოკრატია ყველგან და ყოველთვის მიმდინარე სამუშაო პროცესია და ახლა საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი დრო დგება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












