logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
პრეზიდენტი ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშრებით ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის მზადაა
პრეზიდენტი ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშრებით ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის მზადაა
14:09 21.10.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამთქვამს.

როგორც მან მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას განაცხადა, დღეს დაპირისპირების დრო არ არის, რადგან მსოფლიო უნდა დარწმუნდეს, რომ საქართველოს დემოკრატიული პრინციპები ამოძრავებს.

„უნიკალური შანსი გვეძლევა ვაჩვენოთ ქართველ ხალხს და მთელ მსოფლიოს, რომ ყველას გვამოძრავებს დემოკრატიული პრონციპები და ჩვენი ქვეყნის ერთიანობა. დღეს არ არის ბრაზის, შურისძიების და სიმწრის დრო. ეს არის ერთობლი განხილვის, დებატების და საქმის კეთების დრო“ - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ევროკავშირთან და ნატოსთან დაკავშირებულ პროცესებში მომავალ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მან პირადად შესთავაზა თანამშრომლობა და ამ პროცესში ჩართვა როგორც პირადად პრეზიდენტის, ისე უშიშროების საბჭოს მხრიდანაც.

პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი და ნატო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თემებია, რომლებიც უფრო მაღლა დგას, ვიდრე მთავრობასა და ოპოზიციას შორის არსებული პოლიტიკური განსხვავებები.

მისივე განცხადებით, იგივე შეიძლება ითქვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზებსა და საგარეო საფრთხეებისგან დაცვის საკითხებზე.

„მე, ჩემს გუნდთან ერთად მსურს ვემსახურო ქართველ ერს, ყველა ამ საკითხებთან დაკავშირებით ვითანამშრომლო საქართველოს მთავრობასთან. ჩვენი ხალხის უმაღლესი ინტერესი ყველსა ჩვენგანზე მაღლა დგას, იმ ადამიანებზე მაღლა, ვინც ახლა ამ დარბაზში ვიმყოფებით. ყველას მოგიწოდებთ კარგად იმუშაოთ, რათა ღირსეულად ემსახუროთ ამ უმაღლეს ინტერესს“ - განაცხადა სააკაშვილმა.

სიტყვით გამოსვლის დასრულებისას, მან „ქართულ ოცნებას“ წარმატება მიულოცა და ხალხის საკეთილდღეოდ ნაყოფიერი და შინაარსიანი მუშაობა უსურვა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა