რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, ექსპერტი ზურაბ აბაშიძე ვლადიმერ პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ,
რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობების მკვეთრ ცვლილებას არ ელოდება.
როგორც მან "ნიუსპრესთან" საუბრისას განაცხადა, ორივე ქვეყანას გლობალური ხასიათის საერთო ინტერესები აქვს და ამ ეტაპზე, მათ ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობები სჭირდებათ.
"ყველაზე ცხელი თემა ირანი და სირია იქნება. ამაზე გაწევ-გამოწევაა მოსალოდნელი. ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთსა და აშშ-ს შორის გადატვირთვის პოლიტიკა მათ ურთიერთობებში ერთი ეტაპი იყო და ის უკვე დასარულს უახლოვდება.
აბაშიძე მიიჩნევს, რომ ამერიკა-რუსეთის ახალი ურთიერთობების დაწყება მაშინაა შესაძლებელი, როცა ორივე ქვეყანას ახალი ლიდერი ეყოლება.

















