საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისის პარლამენტში უკვე მივიდა. სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება.   
სწორედ მიხეილ სააკაშვილი გახსნის მერვე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რის შემდეგაც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე ერთ-ერთი უხუცესი წევრი ივანე კიღუირაძე გაუძღვება. 
რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“  დეპუტატების სრული შემადგენლობაც მივიდა. 
პარლამენტში ასევე იმყოფება საქართვლოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












