ახლადარჩეული პარლამენტის წევრები დღეს პირველ სხდომაზე, რეგლამენტით გათვალისწინებულ, ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დადებენ. 
ფიცის ტექსტში აღნიშნულია: „მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში“.   
ფიცის ტექსტს  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წაიკითხავს, რის შემდეგაც პარლამენტის წევრები წარმოთქვამენ „ვფიცავ“ და ხელს აწერენ ფიცის ტექსტს. 
ფიცის დადების შემდეგ პარლამენტში შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












