საქართველოში გაზსაცავების მშენებლობა გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის შესახებ "ნიუსპრესს" საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ
მარიამ ვალიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე გაზსაცავების მშენებლობაში ინვესტიციების განხორციელება მიზანშეწონილი არ არის, რადგან ის ძალიან დიდი თანხებთანაა დაკავშირებული. ეს ტექნიკურ-ეკონომიკურმა დასაბუთებამაც დაადასტურა.
"გაზსაცავის ფუნქციას ის კონტრაქტი ასრულებს, რომელიც დღეს გაზის მოწოდების შესახებ აქვს საქართველოს გაფორმებული", - აღნიშნა ვალიშვილმა.
საქართველოში გაზსაცავების მშენებლობა მთავრობამ რამდენიმე წლის წინ დაგეგმა.

















