„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ გლდანის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ სხვადასხვა
ტელეკომპანიებიდან რამდენიმე შეთავაზება უკვე მიიღო.
როგორც მან „ნიუსპრესს“ განუცხადა, მედია მიმართულებით სამომავლო გეგმები აქვს. ერთ-ერთი შეთავაზება გრიგოლიამ ტელეკომპანია „მზისგან“ მიიღო, რომელზეც სერიოზულად ფიქრობს.
„ჯერ არ ვიცი რა სახის შემოთავაზებაზეა საუბარი, მაგრამ მასზე სერიოზულად ვფიქრობ. გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მივიღებ“ - განაცხადა გრიგოლიამ.
ამასთან, მისივე განცხადებით, ის თბილისის საკრებულოსა და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრად პარტიის დატოვების შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ აღარ ირიცხება.
ინგა გრიგოლიამ საკრებულოს დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილს 8 ოქტომბერს მიმართა.

















