პარლამენტის აპარატის უფროსმა დავით ჯანიაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. 
როგორც „ნიუსპრესს“ პარლამენტის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა მაკა გიგაურმა განუცხადა, ჯერჯერობით უცნობია დააკმაყოფილა თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ მისი განცხადება.
ამასთან, გიგაურის ინფორმაციით, დავით ჯანიაშვილი პარლამენტის პირველ სხდომას დაესწრება.
ახალი მოწვევის პარლამენტის აპარატის უფროსი ზურაბ მარაქველიძე იქნება, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელია.
პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ, პარლამენტის ახლადაშენებულ შენობაში 13:00 საათზე გაიმართება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












