პარლამენტის ვიცე-სპიკერობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ უმრავლესობას პარლამენტში 4 ფრაქცია ეყოლება.
როგორც აბაშიძემ დღეს განაცხადა,
ფრაქციებს შექმნიან „თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკელები“, „კონსერვატორები“ და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.
მისი თქმით, კომიტეტების რაოდენობის შემცირება და გაერთიანება პარლამენტში ჯერჯერობით არ იგეგმება.
„22 ოქტომბერს პარლამენტი სამთავრობო საკითხებს განიხილავს, კერძოდ იმსჯელებს მინისტრობის კანდიდატების საკითხზე. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება კი, სავარაუდოდ, 24 ოქტომბერს მოხდება“ - განაცხადა აბაშიძემ.
როგორც ჟურნალისტებს დეპუტატობის კანდიდატმა ვიქტორ დოლიძემ განუცხადა, პარლამენტის სპიკერატისა და კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეების ოპტიმიზაცია იგეგმება, რის შედეგადაც პარლამენტის ვიცე-სპიკერების რაოდენობა შემცირდება, ხოლო კომიტეტების თავმჯდომარეებს თითო-თითო მოადგილე ეყოლებათ.

















