პარლამენტის პირველ სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები  მიმდინარეობს.   
როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერობის კანდიდატმა მანანა კობახიძემ განაცხადა, პარლამენტის დეპუტატობისა და კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატები ყოვლდღიურად იკრიბებიან და პირველ სხდომასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობენ.
მისი თქმით, სხდომასთან დაკავშირებული ყველა საორგანიზაციო საკითხი პრაქტიკულად ამოწურულია.
„ახლაც თათბირი გვაქვს. ეს სხდომა ნორმალურად უნდა ჩატარდეს. იმედი გვაქვს, რომ ყველა სამუშაო ხვალისთვის დასრულდება, რადგან კოალიციის წევრების უმრავლესობა ხვალ ქუთაისში მივემზგავრებით“ - განაცხადა კობახიძემ. 
მისი თქმით, პირველი სხდომის დღის წესრიგის მთავარი თემა პარლამენტის თავმჯდომარის, ვიცე-სპიკერებისა და კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა იქნება. 
„სხდომაზე სტუმრები გვეყოლება. ვფიქრობ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეც მობრძანდება, ასევე, მას დაესწრებიან სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები და დეპუტატებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმება“ - განაცხადა მანანა კობახიძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ პარლამენტში სავარაუდოდ, 4-5 ფრაქციას ჩამოაყალიბებს, რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეებს, მათ ორის ნაცვლად ერთი მოადგილე ეყოლებათ. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












