საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მასაიოში კამოჰარას დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს პრეზიდენტის სახელით მასაიოში კამოჰარას საქართველო-იაპონიის ორმხრივ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენი გადასცა.
დაჯილდოებისას გრიგოლ ვაშაძემ საქართველოსადმი ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდში - 2008 წლის ომის დროს იაპონიის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.
ვაშაძემ ასევე, საქართველოში ტექნიკური თუ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის იაპონიისადმი მადლიერება გამოხატა.

















