საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბუქარესტიდან გვიან ღამით დაბრუნდა. მან საქართველოში დაგეგმილ დროს ჩამოფრენა
თვითმფრინავის ტექნიკური პრობლემის გამო ვერ შეძლო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, თვითმფრინავმა აფრენიდან 10 წუთში ბუქარესტის აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა. ამის მიზეზი ტექნიკური ხარვეზი - შასისთან დაკავშირებული პრობლემა გახდა.
მიხეილ სააკაშვილი რუმინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც „ევროპის სახალხო პარტიის“ 21-ე კონგრესს დაესწრო.

















