საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თვითმფრინავმა ბუქარესტის აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა.
ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა.
ტელეკომპანიის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი რუმინეთიდან საქართველოში ბრუნდებოდა, როცა ეკიპაჟმა აფრენიდან 15 წუთში აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
შეფერხების მიზეზად შასისთან დაკავშირებული პრობლემები სახელდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის თვითმფრინავის შემოწმება მიმდინარეობს. პრობლემის ამოწურვის შემდეგ, სავარაუდოდ, პრეზიდენტი დღეს ღამესვე თბილისში დაბრუნდება.

















