logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ალექსი პეტრიაშვილის თქმით, ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით მოსახლეობას გადაჭარბებული მოლოდინი არ უნდა შეექმნას
ალექსი პეტრიაშვილის თქმით, ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით მოსახლეობას გადაჭარბებული მოლოდინი არ უნდა შეექმნას
18:23 18.10.2012
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის ჯანდიდატი ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ მოსახლეობას ნატო-სთან საქართველოს ინტეგრაციის კუთხით გადაჭარბებული მოლოდინები არ უნდა შეექმნას.

როგორც მან ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმღძვანელობა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მაღალ შეფასებებს აძლევს, თუმცა, მისივე თქმით, არასერიოზული იქნება საუბარი იმაზე, თუ რაში აისახება კონკრეტულად ესა თუ ის შეფასება.

მისი თქმით, დღეს უკვე ოპოზიციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერის მხრიდან წინასწარი მოლოდინების შექმნა ისევ შეინიშნება.

„არავითარ შემთხვევაში არ მინდა მოსახლეობას გადაჭარბებული მოლოდინები შეექმნას. ყველა ნაბიჯს გადავდგამთ იმისკენ, რომ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის ინტეგრაცია მოხდეს და არა გადაჭარბებული მოლოდინების ხელახლა შექმნა“ - განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისი თქმით, ამის გაკეთებას არც ოპოზიციაში მყოფ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ლიდერს ურჩევს.

„საუბარი იმაზე, რომ იქნება MAP-ი თუ რამე სხვა, რა თქმა უნდა, ნაადრევია და არც სააკაშვილს მოვუწოდებ იმის გაკეთებას, რომ მოსახლეობას გადაჭარბებული მოლოდინები შეუქმნან, ისევე, როგორც ევროკავშირის მიმართულებით ვიზების ლიბერალიზაციის საკითხში“ - განაცხადა პეტრიაშვილმა.

ამასთან, როგორ პეტრიაშვილმა აღნიშნა, ყველა ის ძირითადი მიმართულება, რომლითაც ნატო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ხორციელდებოდა, კიდევ უფრო მეტად გაფართოვდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა