საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი  ბიძინა ივანიშვილი  ამ  წუთებში საკუთარ ბიზნესცენტრში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის ხვდება.  
შეხვედრა დახურულია და მის დაწყებამდე კომენტარები არც ერთი მხრიდან არ გაკეთებულა. 
თბილისში მყოფი აპატურაი უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს გრიგოლ ვაშაძესა და უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას. ბოკერიამ იმედი გამოთქვა, რომ ნატო-ს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი იგივე გზავნილს მიიღებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისა და მომავალი მთავრობისგან, რაც მათგან უკვე მიიღო - რომ ნატო-სკენ აღებული კურსი ურყევია და უნდა შენარჩუნდეს. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












