საქართველო აღარ არის პოსტსაბჭოთა ქვეყანა და არც ახალგაზრდა დემოკრატია - ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ ვაშაძემ, ნატო-ს გენერალური მდივნის
სპეციალური წარმომადგენლის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს განსაკუთრებულ დროს ეწვია, როცა არჩევნების შედეგად ხორციელდება ხელისუფლების კონსტიტუციური და მშვიდობიანი ტრანზიცია.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ამ პროცესებმა ნათელი გახადა, რომ საქართველო ნელ-ნელა ყალიბდება, როგორც ფუნქციონირებადი დემოკრატია.
გრიგოლ ვაშაძემ აპატურაის მადლობა გადაუხადა, წლების განმავლობაში თანამშრომლობისთვის, რჩევებისა და მხარადჭერისთვის.
თავის მხრივ, ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, რომ გრიგოლ ვაშაძემ წარმატებული დიპლომატიური საქმიანობა განახორციელა.

















