ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის განცხადებით, დეკემბერში დაგეგმილ ნატო-ს მინისტერიალთან დაკავშირებით
ნაადრევი დასკვნები არ უნდა გაკეთდეს.
როგორც თბილისში ვიზიტით მყოფმა აპატურაიმ დღეს საქართველოს საგარეო უწყებაში ბრიფინგზე განაცხადა, ჯერ არ არის დაზუსტებული ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რა ტიპის შეხვედრა გაიმართება დეკემბერში.
„ნაჩქარევი დასკვნები არ უნდა გავაკეთოთ იმის შესახებ თუ რა მოხდება და კონკრეტულად რა ნაბიჯები გადაიდგმევა დეკემბერში მინისტრების შეხვედრაზე, ალბათ, გარკვეული ნაბიჯები იქნება“ - განაცხადა აპატურაიმ, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს გრიგოლ ვაშაძესა და უწყებათაშორის კომისიის ხელმძღვანელს გიგა ბოკერიას შეხვდა.
აპატურაი თბილისში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს შეხვდება.

















