ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ამ წუთებში მთავრობის
კანცელარიაში უშიშროების საბჭოს მდივანს, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს გიგა ბოკერიას ხვდება.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მის დაწყებამდე კომენტარები არცერთი მხრიდან არ გაკეთებულა.
კანცელარიის შემდეგ აპატურაი საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაინაცვლებს, სადაც შეხვედრის შემდეგ მისი ბრიფინგი გაიმართება.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში თბილისს გვიან ღამით ესტუმრა. იგი ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს, ასევე, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ალასანიას შეხვდება.

















