ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი უკვე თბილისშია.
ის თბილისს გვიან ღამით ესტუმრა და აეროპორტში ჟურნალისტებისთვის პირველი კომენტარი გააკეთა.
აპატურაის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიარა.
მისი თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა არჩევანი არა ქუჩაში, არამედ საარჩევნო ყუთთან გააკეთა.
აპატურაი ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს, უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას, ასევე, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ალასანიას შეხვდება.
ვიზიტი მიზნად ისახავს ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მიღწეული პროგრესის შეფასებას.
ნოემბერში პრაღაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გაიმართება, სადაც ალიანსის ასპირანტი ქვეყნების ლიდერები არიან მიწვეული.
ნოემბრის ბოლოს კი, საქართველოში ნატო-ს სამხედრო მაღალჩინოსნების ვიზიტია დაგეგმილი.

















