საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში პოეტ ნინო ქუთათელაძის ახალი კრებულის - „ლექსები, პოემები“ პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ახალგაზრდული ცენტრიდან აცნობეს, პრეზენტაციას პოეტები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრებიან.
ახალგაზრდული ცენტრის ინფორმაციით, კრებულში პოეტის როგორც ცნობილი, ასევე, უცნობი ლექსები და პოემებია შესული.
წიგნის რედაქტორი ლილი გელაშვილი, მხატვარი ნინო ქუთათელაძე, გამომცემელი კი, იულონ ტოლიაშვილია.
„ლექსები, პოემები“ ავტორისთვის მეათე კრებულია.
ღონისძიება საქართველოს მწერალთა კავშირისა და საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით იმართება.

















