გიორგი არველაძე „ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუფის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
ამავე ინფორმაციით, ამის თაობაზე არველაძე იმედის თანამშროლებს თავად ესაუბრა და მათ განუცხადა, რომ ტელეკომპანიას სავარაუდოდ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი დაიბრუნებს.
ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ საკითხზე პატარკაციშვილის ოჯახმა განცხადება უახლოეს დღეებში უნდა გააკეთოს.
ტელეკომპანია „იმედი“ პატრაკაციშვილების ოჯახს ბიზნესმენის გარდაცვალების შემდეგ ჩამოერთვა.

















