logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
არჩევნების გაშუქების მხრივ დაუბალანსებლად „რუსთავი 2“, „იმედი“ და „მე-9 არხი“ სახელდება
არჩევნების გაშუქების მხრივ დაუბალანსებლად „რუსთავი 2“, „იმედი“ და „მე-9 არხი“ სახელდება
17:13 16.10.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებთა ცენტრის“ მიერ საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის შედეგად, ამ მიმართულებით ყველაზე დაუბალანსებელ ტელეარხებად ტელეკომპანიები - „რუსთავი 2“, „იმედი“ და „მე-9 არხი“ სახელდებიან

როგორც დღეს მედიამონიტორნგის შედეგების პრეზენტაციაზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელმა ალეკო ცქიტიშვილმა განაცხადა, განხორციელდა ფარული პოლიტიკური, სოციალური და ფასიანი პოლიტიკური რეკლამების მონიტორინგი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, „იმედზე“, „რუსთავი 2“-ზე, „კავკასიაზე“, „მაესტროსა“ და „მე-9 არხზე“.

ცქიტიშვილის თქმით, 10 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის განმავლობაში, ,,რუსთავი 2’’-ის ეთერით „ქართული ოცნება“ 85%-ით უარყოფით ტონში შუქდებოდა. ასევე, ,,რუსთავი’’-სა და „იმედის“ ეთერით სჭარბობდა „ნაციონალური მოძრაობის“ დადებით ტონში გაშუქება.

ცქიტიშვილის თქმით, რაც შეეხება „მე-9 არხს’’, მასზე ბალანსი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდაა დარღვეული.

ფარულ პოლიტიკურ რეკლამაზე საუბრისას, ცქიტიშვილმა აღნიშნა რომ, წინასაარჩევნო პერიოდში, ტელეარხებით გადიოდა სოციალური სტატუსის მქონე რეკლამები, სადაც აშკარა იყო ფარული პოლიტიკური რეკლამის ელემენტები. ცქიტიშვილის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მსგავსი რეკლამები მაშინ შეჩერდა, როცა უწყებათაშორისმა კომისიამ შესაბამისი განცხადება გააკეთა. სოციალური სტატუსის მქონე რეკლამები არჩევნების შემდგომ პერიოდში საერთოდ შეწყდა, რაც ამყარებს ეჭვს, იმის თაობაზე, რომ ისინი წინასაარჩევნო პერიოდზე იყო გათვლილი.

იგი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერი სხვა ტელეარხებთან შედარებით ყველაზე დაბალანსებული იყო.

მედიამონიტორინგის შედეგად დადგინდა რომ, „ქართული ოცნების“ უარყოფით კონტექსტში ამსახველ რეკლამებს, რომლებიც ,,საქართველო არ იყიდებას’’ მიერ იყო დამზადებული, ყველაზე დიდი დრო „რუსთავი 2“-სა და „იმედზე“ დაეთმო.

ცქიტიშვილის თქმით, ეს რეკლამები შეიცავდა პოლიტიკური სუბიექტის შეურაცმხყოფელ ელემენტებს, ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერით გამოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო კლიპი, რომელიც პოლიტიკური სატირის სტილში იყო გადაღებული და არ შეიცავდა შეურაცხმყოფელ ელემენტებს.

ალეკო ცქიტიშვილი საკმაოდ დაბალანსებულს უწოდებს, ტელეკომპანიების - „კავკასიისა“ და „მაესტროს“ მიერ პოლიტიკური რეკლამებისთვის დათმობილ დროს.

მონიტორინგს დაექვემდებარა 19:00-24:00 საათის პერიოდში გასული სარეკლამო ჭრები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა