"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვის" შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებას, სოსო ქიმერიძის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით,
გამოძიებაზე ზეწოლად აფასებს.
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" წევრის ბესიკ ტაბატაძის განცხადებით, სოსო ქიმერიძის საქმეზე ჯერ გამოძიება არ დასრულებულა, ამდენად, ვინმეს ბრალეულობაზე საუბარი ნაადრევია.
მოძრაობა გამოძიების ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართვას ითხოვს.
შინაგან საქმთა სამინისტროს ოფიციალური ვერსიით, სოსო ქიმერიძე შსს-ს ხაშურის სამმართველოში კიბიდან გადავარდა და მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქიმერიძის გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო.
ოფიციალურ ვერსიას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და უფლებადამცველები არ იზიარებენ.

















