logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ერიკ რუბინს შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ერიკ რუბინს შეხვდა
15:52 16.10.2012
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ერიკ რუბინს შეხვდა.

როგორც „ფეისბუქზე“ ბიძინა ივანიშვილის გვერდზეა აღნიშნული, მხარეებმა ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს.

ერიკ რუბინის განცხადებით, მან ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

მისი თქმით, აშშ საქართველოს და ქართველ ხალხს მხარს უჭერს და მასთან თანამშრომლობას გააგრძელებს.

„ვფიქრობთ, რომ საქართველოს დემოკრატიისკენ სავალმა გზამ უკვე დიდი წარმატება აჩვენა. ეს კი, ჩვენი ურთიერთობის ქვაკუთხედია“ - აღნიშნა რუბინმა.

როგორც ივანიშვილმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ერიკ რუბინთან არჩევნების წარმატებით ჩატარების შესახებ ისაუბრეს.

„კარგად გავაცანით თუ როგორი წარმატებით ჩავატარეთ არჩევნები. ასევე, განვუმარტეთ, რომ ამ წარმატებას კოალიცია და საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს და არა ხელისუფლება, რომელიც ძველ კავშირებს იყენებს, რათა აჩვენოს თითქოს დემოკრატიის შუქურა მიხეილ სააკაშვილია“ - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

შეხვედრას ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს დირექტორის მოადგილე ალან ფურსელი, აშშ-ს საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური სექტორის ხელმძღვანელი ალან მელთცერი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოლიტიკური ოფიცერი ანდერს ლინჩი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ესწრებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა