ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის მთავარი პრიორიტეტი კერძო სექტორის ფუნქციონირებაში სახელმწიფოს მხრიდან მინიმალური
ჩარევის უზრუნველყოფა იქნება.
როგორც მინისტრობის კანდიდატმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, საჭიროა ეფექტური ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, თანდართული ეფექტური და სამართლიანი სასამართლო სისტემა, ეკონომიკური გუნდის წევრებს შორის მაქსიმალური კოორდინაცია და სამინისტროს გახსნილობა ბიზნეს სუბიექტებისთვის.
გიორგი კვირიკაშვილმა პირობა დადო, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული ყველა ტენდერი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება და გათავისუფლდება ყოველგვარი ნეპოტიზმისგან.
მან რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს საკითხი ჯერ მხოლოდ მსჯელობის საგანია, და ისევე როგორც ანტიმონოპოლიური სამსახურის თემა და საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის სამინისტროს ინფრასტრუქტურის სფერო შეუერთდება.

















