კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს მინისტრობის ის კანდიდატები დაასახელა, რომლებზეც
კონსულტაციები აქამდე გრძელდებოდა.
ფინანასთა მინისტრად წარდგენილია ექსპერტი ნოდარ ხადური, ოკუპირებული ტერიტირიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად - იურისტი, ეკონომისტი, აფხაზეთიდან დევნილი დავით დარახველიძე, ენერგეტიკის მინისტრად - კახი კალაძე, რომელიც ასევე შეასრულებს ვიცე-პრემიერის მოვალეობას, ეკონომიკის მინისტრად - „ქართუ ბანკის“ ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი კვირიკაშვილი.
გარემოს დაცვის სამინისტროს უხელმძღვანელებს ხათუნა გოგოლაძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილაური უზრუნველყოფის სამინისტროს - საჩხერის სამედიცინო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი დავით სერგიენკო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს - ექსპერტი გიორგი მარგველაშვილი.
რაც შეეხება რეგიონალური განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მის ხელმძღანელად ამ ეტაპზე წარდგენილია დავით ნარმანია, თუმცა, ეს უწყება უახლოეს მომავალში დაგეგმილი რესტრუქტურიზაციის შედეგად გაუქმდება. ინფრასტრუქტურის სფერო ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდება. ეკონომიკის სამინისტრო, ასევე შეითავსებს ბუნებრივი რესურსების ნაწილს, რას დღევანდელი ენერგეტიკის სამინისტროს გამოეყოფა. რეფორმირების შემდეგ დავით ნარმანია ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.
რეგიონალური განვითარების ახალი სამსახური კი, პრემიერ-მინისტრთან შეიქმნება.

















