საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის კონგრესს (EPP) დაესწრება.
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დაგეგმილ კონგრესში, რომელიც 16-17 ოქტომბერს გაიმართება,
დელეგატის სტატუსით, ასევე, მონაწილეობას მიიღებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი.
კონგრესზე ევროპის სახალხო პარტიის პლატფორმაზე იმსჯელებენ და ახალ პრეზიდენტს აირჩევენ.
ბუქარესტის კონგრესს ევროკავშირის 16 ქვეყნის ხელმძღვანელი, ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანულ ბაროზო და ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი დაესწრებიან.
კონგრესში 40 ქვეყნის 1 200 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ევროპის სახალხო პარტიის წევრი 2008 წელს გახდა.

















