„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნად პარტიის პოლიტსაბჭომ დღეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აირჩია. ამის შესახებ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა.
როგორც მერაბიშვილმა განაცხადა, პარტიას განახლება და განვითარება სჭირდება.
„ბოლო მოვლენებმა, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებამ არჩევნებში, გვაჩვენა, რომ საჭიროა მოძრაობის განახლება და მე მაქვს გეგმა ჩვენს მეგობრებთან ერთად შევქმნათ ახალი თანამედროვე პარტია“ - განაცხადა მერაბიშვილმა.
მისი თქმით, ქვეყნის და საზოგადოების განვითარებასთან ერთად განვითარდება „ნაციონალური მოძრაობა“ და ის მყარი დემოკრატიის საფუძველს შექმნის.
მისი თქმით, პარტიას აქვს ამოცანა ახალი ტიპის ოპოზიციური ძალა შექმნას.

















