„სახალხო კრების“ სათათბირო ორგანოს დარბაზის გაფართოებული სხდომა ხვალ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ „სახალხო კრების“ პრესსამსახურში განუცხადეს, ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
მათივე ცნობით, სხომაზე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება შეფასდება და სპეციალური დადგენილება მიიღება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, „სახალხო კრების“ სათათბირო ორგანოს დარბაზის გაფართოებული სხდომა არჩევნების შემდეგ პირველად იმართება და მას შედარებით პომპეზური ხასიათი ექნება.
ხვლავე, 2011 წლის 26 მაისის შესახებ „სახალხო კრების“ მიერ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

















