პოლიტიკური პარტია "განახლებული საქართველოსთვის" კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობს არ გამორიცხავს.
ამის შესახებ "განახლებული საქართვლოსთვის" რეგიონულმა მდივანმა ლაშა გვასალიამ განაცხადა.
მისი თქმით, პარტია გარდა ხელისუფლებისა, ყველა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებს.
"პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბების პროცესი ახლა მიმდინარეობს. ვითანამშრომლებთ ყველა ძალასთან, თუ ჩვენი მიზნები ერთმანეთს დაემთხვევა და დაემყარება კონსტრუქციულ ფასეულობებს და არა ძალადობას", - აღნიშნა გვასალიამ.
მან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დარეგულირებისთვის მიდგომების შეცვლაა საჭირო.
"მივესალმები ახალ ინიციატივას რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების თაობაზე. დარწმუნებული ვარ რუსეთიც საპასუხო ნაბიჯს გადადგამს, რადგან ჩაკეტილ რეჟიმში ყოფნა და კონფრონტაცია ორივე მხარისთვის საზიანოა"- აღნიშნა გვასალიამ.

















