საქართვლოში ვიზიტით მყოფი ნატო-ს შემფასებელთა მისია სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.
შეხვედრაზე მსჯელობა საარჩევნო საკითხებზე მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ელენე ხოშტარიამ განაცხადა, საქართველოში საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, რაც ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის პოზიტიურ ფონს ქმნის.
მისი თქმით, შემფასებელთა მისიის ვიზიტი არის ქვეყანაში გატარებული რეფორმების ნატოსთვის გაცნობის ინსტრუმენტი.
ყოველწლიური ეროვნული პორგრამის (ANP) მიმდინარეობის შესწავლის მიზნით, შემფასებელთა მისია ორი დღის განმავლობაში ეროვნული პროგრამით განსაზღვრული რეფორმების განხორციელებაში ჩართული ყველა სახელწმიფო უწყების წარმომადგენლებს შეხვდება.
პროგრამის შესწავლის შემდეგ მისია შესაბამის დოკუმენტს წარადგენს.
2008 წლის დეკემბრიდან საქართველოსთვის ANP მინიჭების შემდეგ ეს შემფასებელთა ჯგუფის მეოთხე მისიაა საქართველოში.
18 ოქტომბერს საქართველოს ეწვევა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი, რომელიც მოქმედი და მომავალი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.

















