კოალიცია „ქართული ოცნება“ განმეორებითი კენჭისყრის შდეგების გათვალისწინებით, 41 მაჟორიტარულ ოლქში ლიდერობს.
განმეორებითი კენჭისყრის შედეგებისა და პირველადი მონაცემების შეჯამების შედეგად, საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნმება“ კანდიდატი სიღნაღში გელა გელაშვილი ხმათა 49.01%-ით ლიდერობს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ლევან ბეჟაშვილს ხმათა 47% აქვს.
ხაშურის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა ხმათა 57.75% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა სერგო ქიტიაშვილმა კი - 33.61%.
რაც შეეხება გორს, განმეორებითი კენჭისყრის შდეგბის გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მალხაზ ვახტანგაშვილმა ხმათა 47.43% მოაგროვა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ტატიშვილმა კი - 46.19%.
პროპორციული სიით, წინასწარი მონაცემებით, ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ 54,97%-ით ლიდერობს, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხმათა 40,34% მიიღო.

















