საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უახლოეს დღეებში უნდა დასახელდეს. კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის გადადგომიდან, გადაყენებიდან
ან უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის განმავლობაში პრეზიდენტი, საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ, პრემიერის კანდიდატურას არჩევს.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით მთავრობა 10 დღის ვადაში უნდა დააკომპლექტოს.
საქართველოს მთავრობას უფლებამოსილება 10 ოქტომბერს შეუჩერდა. ამდენად, პრემიერ-მინისტრობის პოსტზე არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია „ქართულ ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად 17 ოქტომბრისთვის უნდა დასახელდეს.
ივანიშვილმა მთავრობის წევრებთან დაკავშირებით საბოლოოო გადაწყვეტილება კი - 27 ოქტომბრამდე უნდა მიიღოს.

















