logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მინისტრთა ახალი კაბინეტის სრული შემადგენლობა კვირის ბოლომდე დასახელდება
მინისტრთა ახალი კაბინეტის სრული შემადგენლობა კვირის ბოლომდე დასახელდება
09:20 15.10.2012
ახალი მთავრობის სრული შემადგენლება, სავარუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი. მომავალი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში მინისტრობის კანდიდატურებთან დაკავშირებით კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს.

მინისტრობის რამდენიმე კანდიდატის ვინაობა შესაძლოა, დღესაც დასახელდეს.

როგორც „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობის სრული შემადგენლობა გადამდგარია, პრეზიდენტი ვალდებულია 17 ოქტომბრამდე შეარჩიოს პრემიერის კანდიდატურა და შესაბამისად, ახალი მინისტრების შერჩევა უნდა დაჩქრადეს.

ივანიშვილმა ერთი კვირის წინ უკვე დაასახელა ახალი მინისტრთა კაბინეტის ძირითადი ნაწილი - შსს მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრის - ირაკლი ალასანია, ამავე დროს, ის იქნება ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი, სასჯელაღსრულების მინისტრი - სოზარ სუბარი, საგარეო საქმეთა მინისტრი - მაია ფანჯიკიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - კახა კალაძე, რომელიც ვიცე-პრემიერიც იქნება, სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით კირვალიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - გურამ ოდიშარია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ამირან გამყრელიძე.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე წარდგენილია კოტე სურგულაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე - ალექსი პეტრიაშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე - პაატა ზაქარეიშვილი.

ჯერჯერობით უცნობია ფინანსთა; ეკონომიკის; განათლების; გარემოს დაცვის; ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრების და დასაქმების სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატურები.

ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის კანდიდატად რევაზ შავიშვილი დასახელდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტად - ნოდარ ჯავახიშვილი, გენერალურ პროკურორად - არჩილ კბილაშვილი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად - მაია მიმინოშვილი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა