„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საქართველოს პარლამენტის 1 ოქტომბრის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების განმეორებით კენჭისყრას დღეს ყველა საარჩევნო უბანზე აკვირდება.
ორგანიზაცია ხმის მიცემის პროცესს №13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის - №5 უბანზე; №32, გორის საარჩევნო ოლქის - №4 უბანზე; №35, ხაშურის საარჩევნო ოლქის - №1, №2, №3, №8, №9, №10, №13, №45, და №46 უბნებზე ადევნებს თვალყურს.
დაკვირვება საარჩევნო უბნების გახსნიდან შედეგების შეჯამებამდე პერიოდზე ვრცელდება.
იმ უბნებზე, სადაც მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე გამართული არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის 15-ე და 16-ე პუნქტებით დადგენილი წესით დღეს განმეორებითი კენჭისყრა ტარდება.

















