„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა თემაზე - „საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პოლიტიკური პროცესები და სამომავლო პერსპექტივები“ კონფერენციას გამართავს.
კონფერენცია ევროკავშირის მხარდაჭერით ტარდება და იგი ხვალ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიხსნება.
კონფერენციაზე მომხსენებლების სტატუსით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ კოალიცია „ქართული ოცნება,„საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ბარამიძე, ასევე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი და შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბეჰლერი.

















