ტელეკომპანია „მაესტრო“ ინკოგნიტო რესპოდენტზე დაყრდნობით ქვეყანაში დესტაბილიზიის შეკვეთაში, ტყვიის სროლის ფედერაციის პრეზიდენტს გია უდესიანს ადანაშაულებს.
„მაესტროს“ რესპოდენტი ყვება, რომ უდესიანი მას და მის მეგობრებს ქურდობას, ძალადობას და ყაჩაღობას ავალებდა.
„გაფრთხილებულები ვართ, რომ შეიძლება დაგვავალონ რაღაც დანაშაულის ჩადენა, ვიღაცის გალახვა, რაღაცის მოპარვა, წართმევა. გვპირდებიან, რომ ამის გამო არ დაგვიჭერენ. რასაც მოიპარავ, იმას სახლში კი არ გატანენ, უბრალოდ, გავალებენ შეასრულო“-აცხადებს ინკოგნიტო წყარო, რომელსაც სახე აქვს დაფარული.
„მაესტროს“ რესპოდენტი იმასაც აცხადებს, რომ მათი მოვალეობა არჩევნების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ დახმარებასაც გულისხმობდა.
ბოლო დღეებში საქართველოში ძარცვის და ყაჩაღობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. დააყაჩაღეს „პროკრედიტ ბანკისა“ და „საქართველოს ბანკის“ ფილიალები. ასევე, გაქურდეს ორი მაღაზია გორსა და რუსთავში.

















