ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, შიდა ქართლის 4 მაჟორიტარული ოლქიდან, სამში საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ ლიდერობს.
გორის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი მალხაზ ვახტანგაშვილი ხმათა 47,16%-ით იმარჯვებს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ტატიშვილმა კი, ხმათა 46,44% მოაგროვა.
ქარელში „ქართული ოცნების“ კანდიდატს ლერი ხაბელოვს ხმათა 50,77% აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ილია ბურჯანაძეს 39,67%.
კასპის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით ონოფრიშვილი 55,16%-ით იმარჯვებს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა კახაბერ ხაჩირაშვილმა კი - ხმათა 40,39% მოაგროვა.
ხაშურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა სერგო ქიტიაშვილმა წინასწარი მონაცემებით, ხმათა 46,39%-ით გაიმარჯვა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა კი, 44,7%-ის მიღება შეძლო.
ქვემო ქართლის რეგიონის 7 მაჟორიტარული ოლქიდან 6-ში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ლიდერობენ.
გარდაბანში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ფეიქრიშვილმა ხმათა 57,24% მოაგროვა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მამუკა არეშიძემ 40,41%.
მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი აზერ სულეიმანოვი 79,81%-ით ლიდერობს, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მახირ დარზიევმა ხმათა 16,47% მოაგროვა. ბოლნისში - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი - კობა ნაყოფია 68,01%, „ქართული ოცნების“ კანდიდატი დარეჯან ჩხეტიანი - 28,85%. დმანისში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა კახაბერ ოქრიაშვილმა ხმათა 74,95% მოაგროვა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა პაატა ხიზანიშვილმა - 22,47%. წალკაში - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი რევაზ შავლოხაშვილი - 69,36%, „ქართული ოცნების“ კანდიდატი აიკ მელტონიანი - 21,18%.
თეთრიწყაროს ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით ბეჟუაშვილი ხმათა 48,29%-ით იმარჯვებს, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა შალვა ხაჭაპურიძემ კი - ხმათა 46,3% მოაგროვა.
რუსთავში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზვიად ძიძიგური 54,16%-ით ლიდერობს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მამუკა ჩიქოვანს კი - ხმათა 41,18% აქვს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 6 მაჟორიტარული ოლქიდან, ხუთში ნაციონალური მოძრაობა იმარჯვებს. ახალციხე - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ვაჟა ჩიტიშვილი - 80,37%, „ქართული ოცნების“ კანდიდატი გურამ კუტალაძე - 18,03%. ადიგენი - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზურაბ ჩილინგარაშვილი - 74,35%, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ბიძინა გუჯაბიძე - 25,65%.
ასპინძა - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ტარიელ ლონდარიძე - 76,36%, „ქართული ოცნების“ კანდიდატი თემურ მაისურაძე - 20.94%.
ახალქალაქი - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი სამველ პეტროსიანი - 77,72%, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნორიკ კარაპეტიანი - 20,13%.
ნინოწმინდა - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ენზელ მკოიანი - 83,47%, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ალბერტ ნურბეგიანი - 14,93%.
ბორჯომის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გედევან ფოფხაძე ხმათა 58,01%-ით იმარჯვებს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მამუკა ახვლედიანმა კი - ხმათა 36,54% მოაგროვა.
რაც შეეხება აჭარის რეგიონს, 6 მაჟორიტარული ოლქიდან სამში „ნაციონალური მოძრაობა“, სამში კი - „ქართული ოცნება“ ლიდერობს. ხულოში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ანზორ ბოლქვაძემ ხმათა 57,93% მოაგროვა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზია საგინაძემ 32,66%.
შუახევში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ომარ მეგრელიძე 62,6%-ით ლიდერობს, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა შოთა ზოიძემ ხმათა 26,69% მოაგროვა. ქედაში - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი - იასა შერვაშიძე 48,14%, „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით ანანიძე - 44,43%.
ხელვაჩაურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი როსტომ ხალვაში 63,49%-ით ლიდერობს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს თეიმურაზ დუმბაძეს ხმათა 30,96% აქვს.
ქობულეთში წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ფატი ხალვაშმა ხმათა 55,41%-ით გაიმარჯვა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გელა ცხომელიძემ კი - ხმათა 39,65% მოაგროვა.
ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატი მურმან დუმბაძე ხმათა 63,29%-ით ლიდერობს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ბარამიძემ კი 31,29% მოაგროვა.

















