საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ სამუშაო ჯგუფებმა ქვეყანაში მმართველობის გადაბარების პერიოდში
სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობაზე იმსჯელეს.
როგორც შეხვედრის შემდეგ კოალიციის წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, პრინციპული შეთანხმება შედგა იმაზე, რომ ყველა პროცესი გაგრძელდება სამართლებრივ ჩარჩოში და მომავალი პრემიერ-მინისტრი მოემზადება მთავრობის დასაკომპლექტებლად, რაც მშვიდი და უმტკივნეული პროცესი უნდა იყოს.
მისი თქმით, სამთავრობო ტრანზიციაზე კონსულტაციები ორშაბათიდან გაგრძელდება და მუშაობა დაიწყება კონკრეტულ უწყებებში იმ მიზნით, რომ გადაბარების პროცესი სწრაფად განხორციელდეს.
ასევე, ალასანიამ აღნიშნა, რომ ყველა კონკრეტულ საკითხზე ხელისუფლების სამუშაო ჯგუფთან 24 საათიანი კომუნიკაცია იქნება და კონკრეტული პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, საკითხი ოპერატიულად მოგვარდება.

















