მთავრობის კანცელარაში რამდენიმე წუთის წინ შეიკრიბნენ ხელისუფლების სამუშაო ჯგუფისა და არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია „ქართული ოცნების“
სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები.
ხელისუფლების მხრიდან შეხვედრაში პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, უშიშრობის საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი და დედაქალაქის მერი გიგი უგულავა მონაწილეობენ. კოალიციას კი, წარმოადგენენ - ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, სოზარ სუბარი და ირაკლი ღარიბაშვილი.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
მედიასაშუალებების დიდი ინტერესის გამო, შეეხვედრის ოთახში პროტოკოლური კადრების გადასაღებად მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის, „მეცხრე არხის“ და „როიტერის“ კამერები შეუშვეს.
შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები არ გაკეთებულა. განცხადებები, სავარუდოდ, შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

















