ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში უპირატესობას ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ ფლობს.
პროპორციული სისტემით, „ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნებას“ ხმების 54,9%, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 40,4 % აქვს.
საარჩევნო ბარიერი სხვა ვერც ერთმა პარტიამ ბარიერი ვერ გადალახა.
რაც შეეხება მაჟორიტარებს, 73 ოლქიდან 39-ში მანდატი „ქართულმა ოცნებამ“, 34-ში კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო.
ამასთან, არსებობს რამდენიმე სადავო უბანი, რომლთა შესახებ ცესკო საჩივრებს დღესაც განიხილავს. პრობლემები 10 ოლქზე არსებულ შედეგებს ეხება. ესენია - ნინოწმინდა, ხონი, ხაშური, ზუგდიდი, დედოფლისწყარო, ქედა, ბოლნისი, მარნეული, წალკა და სიღნაღი.
ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგს აღნიშნულ სადავო უბნებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გამოაცხადებს.
ამ დროისთვის კომისიამ ხმების 99, 95 % დათვალა.

















