ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა მიმდინარობს.
სხდომაზე უკვე განიხილეს უკრაინაში, კიევის #35 საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საკითხი.
საჩივრის მიხედვით, აღნიშნულ უბანზე სხვადასხვა სახის დარღვევა დაფიქსირდა. როგორც საჩივრის განხილვისას აღინიშნა, ადგილი ჰქონდა კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლას, რის შედეგადაც მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.
შესაბამისად, სხდომაზე აღნიშნული უბნის კენჭისყრის შდეგების ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს.
ამასთან, ცესკო-მ თერჯოლის #49 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს რ. ჭუმბურიძეს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. ვაკანტური ადგილის დასაკავებლად შესარჩევი კონკურსი გამოცხადდება.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა გრძელდება და მასზე სხვადასხვა საჩივარს განიხილავენ.
სხდომას „ქართული ოცნებიდან” ზურაბ მარაქველიძე, ხოლო „ნაციონალური მოძრაობიდან“ აკაკი მინაშვილი ესწრებიან.

















