საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი დღეს გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდა.
როგორც facebook-ზე, კოალიციის ლიდერის გვერდზეა ნათქვამი, ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა ვოლფგანგ ტირზემ ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრის შემდეგ ივანიშვილმა განაცხადა, მან დაარწმუნა ვიცე-პრეზიდენტი, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზით სვლას გააგრძელებს.
„ისიც კი ვიხუმრეთ, რომ ქართველებმა გერმანული შრომის კულტურა უნდა ვისწავლოთ და უფრო სწრაფად წავალთ წინ“ - აღნიშნა ივანიშვილმა.

















