ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე დღეს შიდა ქართლის რეგიონულ წარმომადგენლობაში გასვლით შეხვედრას გამართავს.
როგორც "ნიუსპრესს" ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიიდან აცნობეს, კაციტაძე რეგისტრატორთა რეგისტრაციის პროცესს ადგილზე გაეცნობა.
რეგისტრატორთა რეგისტრაცია 25 თებერვლიდან "კარდაკარის" პროექტის ფარგლებში ხორციელდება და ის 7 მარტამდე გაგრძელდება.
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის წევრებმა გასვლითი შეხვედრა გუშინ ახალციხეში გამართეს.

















