სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ 5-7 ოქტომბერს გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, წელს „თბილისობის“ დღესასწაული 34-ედ აღინიშნება.
მერიის ინფორმაციით, სადღესასწაულო ღონისძიებებით თბილისის ძველი უბანი და მისი მიმდებარე ტერიტორიები დაიტვირთება.
ფესტივალის ფარგლებში, ხვალ 13:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გასული საუკუნის ერთჯერადი პერიოდიკის საარქივო მასალების გამოფენა გაიმართება.
იმავე ადგილას, ასევე, 13:00 საათზე მულტიკულტურული საქართველო - ეროვნული უმცირესობების კულტურული წეს-ჩვეულებების ჩვენება შედგება.
17:00 საათზე მშრალ ხიდთან, მხატვრის ბაღში ცნობილი ქართველი მხატვრების უცნობი ფოტოების კატალოგის პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა, ხოლო კარგარეთელის #6-ში თეატრის, მუსიკისა და კინოს მუზეუმის განახლებული დარბაზების პრეზენტაცია გაიმართება.
6 ოქტომბერს მეიდანზე 12:00 საათზე, ტრადიციულად საწნახელი მოეწყობა, რომლის წინაც 19:00 საათზე ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტია დაგეგმილი. 12:00 საათზე მეიდანზე ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი ჩატარდება, ხოლო 12:00-20:00 საათამდე დამთვალიერებლისთვის მეტეხის ხიდზე ავტოშოუ მოეწობა.
იმავე დღეს, 12:00-20:00 საათებში მუსიკალური პროგრამის თანხლებით, მტკვარზე ტივით გასეირნებაა დაგეგმილი, გალერეა „გვირაბში“ კი, ამავე საათებში თბილისის საერთაშორისო სამხატვრო პლენერზე შექმნილი ნამუშევრები გამოიფინება.
შარდენის ქუჩაზე, ბამბისა და რკინის რიგში თბილისელებს 12:00-16:00 საათამდე ხილის ფესტივალზე დასწრება შეეძლება. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, პურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბაზიერების შოუ გაიმართება.
თბილისელი პატარებისთვის 14:00 საათზე მეიდანზე კონკურს „ანაბანას“ კონცერტი ჩატარდება, ხოლო რიყის პარკში მსურველებს 13:00-17:00 საათამდე ძველ ქართულ სპორტული თამაშობებზე დასწრება და მონაწილეობის მიღება შეუძლია.
სიონის სკვერში 14:00-20:00 საათებში მუსიკალური ჯგუფების (L section, Me&my monkey, Salio, zurgi) კონცერტია დაგეგმილი. 17:00-19 საათებში კი, თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს რიყის პარკის ამფითეატრში ახალგაზრდა პოეტები და მხატვრები დახვდებიან. აბანოთუბანში 12:00-19:00 საათებში ხალხური რეწვის გამოფენა და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტია დაგეგმილი.
რაც შეეხება ფესტივალის ბოლო დღეს, 7 ოქტომბერს რიყის პარკში 12:00 საათზე მხატვარ ზაალ სულაკაურის ხატვის გაკვეთილები ჩატარდება.
მეტეხის ხიდზე 12:00-20:00 საათებში ავტოშოუ, 12:00-19:00 საათებში კი, მტკვარზე ტივით გასეირნება გაგრძელდება. აბანოთუბანში ასევე, 12:00-19:00 საათებში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. 13:00-19:00 საათებში გძელდება გალერეა „გვირაბში“ ნამუშევრების გამოფენაც.
ასევე, ფესტივალის დროს შარდენისა და ბამბის რიგის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაის ფესტივალი გაიმართება.
გორგასლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 12:00 საათზე მხიარული სტარტები, 13:00-17:00 საათებში გორგასლის მოედანზე კი, „რეტრო ბენდის“ და კამერული ორკესტრის კონცერტია დაგეგმილი.
რიყის პარკში 13:00-17:00 საათებში ძველი ქართული სპორტული თამაშობები, სიონის პარკში კი, 17:00 საათზე ქართული ჯგუფების კონცერტი (დათო ილურიძის ბენდი, ფრანი, ხიდი, ქეთი ორჯონიკიძის ბენდი, სინათლის წელიწადი) დაიწყება.
18:00 საათზე საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიას, საქართველოს ეროვნული საგანძურის ექსპონატების სამგზანზომილებიან ფოტო გამოფენასა და გამოფენას - „სამკაული და ისტორია“ ზ. წერეთლის თანამედროვე ხელოვანების მუზეუმი უმასპინძლებს.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ბოლო ღონისძიება ლიტერატურული კონკურსის - „გალა“ დაჯილოდების ცერემონიაა, რომელიც ეროვნულ მუზეუმში 19:00 საათზე დაიწყება.

















