„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ ინგა გრიგოლია, რომელმაც არჩევნების წინ, გლდანის მაჟორიტარული
ოლქიდან თავისი კანდიდატურა მოხსნა, ჯერ ისევ მათ გუნდში რჩება.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ქდმ-ს ლიდერმა აღნიშნა, გრიგოლია პოსტს საკრებულოშიც ინარჩუნებს.
თარგამაძის თქმით, ინგა გრიგოლია წინასაარჩევნოდ ძალიან დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოექცა, რის შედეგადაც კანდიდატურა მოხსნა.
„ინგა გრიგოლია ჯერჯერობით რჩება საკრებულოში და ჩვენს გუნდში. იმის გამო, რაც თავს გადახდა და იმ ემოციური ფონის გათვალისწინებით, რაც მას აქვს, ის კვლავაც მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა, ამაზე ალბათ თავად ისაუბრებს მოგვიანებით. შესაძლოა, ჩვენი ბრალი ისაა, რომ ინგას მდგომარეობის გათვალისწინებით, არ მივეცით თავს საშუალება საჯაროდ გვესაუბრა ყველა იმ დეტალზე, რომელიც მასზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე ვიცით. თუმცა, ამ სიტუაციამ ჩვენი მხარდამჭერი გაურკვეველ სიტუაციაში ჩააგდო. შესაძლოა, ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ არჩევნებში საპარლამენტო ბარიერი ვერ გადავლახეთ“ - განაცხადა თარგამაძემ.

















