ისრაელი საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ულოცავს.
როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რამდენიმე დღის წინ ჩატარებულმა არჩევნებმა ეუთოს დამკვირვებლების მოწონება დაიმსახურა.
„ისრაელის სახელმწიფო უაღრესად დადებითად აფასებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დემოკრატიის განვითარებაში შეტანილ წვლილს და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს“ - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ისრაელის მიზანი როგორც სახელმწიფო, ასევე, საზოგადოებრივ დონეზე საქართველო-ისრაელს შორის შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერებაა.

















