ცესკო-ს მანაცემებით, ამ დროისთვის კოალიცია „ქართული ოცნების” მაჟორიტარები 39 საარჩევნო ოლქში ლიდერობენ.
მონაცემები შიცვალა გორში, სადაც გუშინ „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გიორგი ტატიშვილი ლიდერობდა.
დღევანდელი მონაცემებით, გორში „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ ვახტანგაშვილი 47,16%-ით ლიდერობს, ხოლო ხმათა 46,44% გიორგი ტატიშვილს აქვს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ დროისთვის, საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილი უბნების 99,5%-ის მონაცემები დათვალა.
3 766 უბნიდან უკვე ცნობლია 3 747 უბნის შედეგი.
აღნიშნული შედეგის მიხედვით, საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ 54,92%-ით ლიდერობს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი - ხმათა 40,35% აქვს.
ელექტორატის ხმების 2,04% მიიღო „ქრისტიან-დემოკრატიულმა გაერთიანებამ“, ხოლო „ლეიბორისტულმა პარტიამ“ - 1,24%.
საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 18 ოქტომბრისთვის უნდა გახდეს ცნობილი.

















